გაკვეთილის გეგმები


2017-2018 სასწავლო წელი

უცხოური ენების კათედრა

ღია გაკვეთილის გეგმა

                                           
კლასი-III კლასი

საგანი-ინგლისური ენა

თარიღი: 12.06.2018

მოსწავლეთა რაოდენობა- 8 მოსწავლე; სსსმ მოსწავლე- არ არის

გაკვეთლის თემა-„ წელიწადის თვეები“

გამოსაკითხი: დიალოგი (always, sometimes, never.)

გაკვეთილის მიზანი:- მოსწავლეები იმტკიცებენ ცოდნას გრამატიკული მასალიდან: მრავლობითი რიცხვი, ვიხსენებთ მრავლობით გამონაკლის არსებით სახელებს.
-ეგზესტენციური წინადადებები- there is /there are- გამოყენება მხოლობით და მრავლობით წინადადებებში.
-მოსწავლეები, შეისწავლიან წელიწადის თვეებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

Iუცხ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება.
Iუცხ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიტყვების, წინადადებებისა და  ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა.
Iუცხ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.

შეფასება: გაკვეთლზე გამოვიყენებ, როგორც განმვითარებელ, ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
-მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი.
-შესაბამისი გრამატიკული ცოდნა.
-შეუძლიათ ჟესტიკულაციის დახმარებით ახალი სიტყვების ამოცნობა
-შეუძლიათ საუბარი ამინდის შესახებ და წელიწადის დროებზე.
-შეუძლიათ  მარტივი წინადადებების თარგმნა და შედგენა
-აქვთ მოსმენის და გაგების უნარი აუდიო-ვიდეო მასალის
-აქვთ განვითარებული შემოქმედებითი უნარი.

სასწავლო მასალა/რესურსი- დაფა, ცარცი, ფორმატის ფურცლები, ფლირჩატები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები, წებო, ფერადი ფურცლები.

გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ.

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
წთ
1
აქტივობა 1-საორგანიზაციო საკითხები / გაკვეთილის გამოკითხვა/საშინაო დავალების შემოწმება.

აქტივობის აღწერა:
-მისალმება
-სიის ამოკითხვა
-გაკვეთილის მიზნების გაცნობა

კითხვის დასმა:

1.      რა დღეა დღეს? What day is it today?
2.      როგორი ამინდის დღეს? What’s the weather like today?
3.       რომელი წელიწადის დროა ახლა? What season is it now?

გაკვეთილის გამოკითხვა.

დავალების შემოწმება.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო,


საშინაო დავალების რვეულები;

დაფა,

ცარცი.


7 წთ

აქტივობა 2 - მრავლობითი რიცხვის გახსენება/განმტკიცება

აქტივობის მიზანი-წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა-მასწავლებელი სვამს კითხვას? როგორ იწარმოება მრავლობითი რიცხვი?
მაწვავლებელი ახსენებს მათ, გამონაკლის მრავლობით არსებით სახელებს
მაგ: woman-women
        man-men
        leaf-leaves
-მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს, სლაიდებს: გამონაკლის მრავლობით არსებით სახელებს.
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს, წინასწარ დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოსწავლეები ხაზებით აკავშირებენ, მხოლობით და მრავლობით არსებით სახელებს.
შემდეგ ხდება თითოეული ნამუშევარის პრეზენტაცია.

პრაქტიკული მეთოდი
ინდივიდუალური
კომპიუტერი,
პროექტორი;

ფურცლები.

კალმები.
5 წთ

აქტივობა 3 -ეგზესტენციური წინადადებები-there is /there are.

აქტივობის მიზანი- მოსწავლეები იმტკიცებენ ცოდნას როგორ გამოიყენონ: there is /there are მხოლობით და მრავლობით წინადადებებში.

აქტივობის აღწერა- მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ეგზესტენციური წინადადებები, მხოლობით და მრავლობით რიცხვში.
მაგ: There are dogs in the yard
        There is a cat on the chair.
-მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ დაბეჭდილი ფურცლები, სადაც უნდა ჩასვან there is/there are- სადაც საჭიროა.
მაგ: 1.------------- a bag on the table
2.------------------ books in the bag.
საკლასო დავალების შემოწმების შემდეგ, მოსწავლეებს ურიგდებათ წითელი და მწვანე ფურცლები. მასწავლებელი ამბობს სწორ და არასწორ წინადადებებს, ეგზესტენციური წინადადებების გამოყენებით და სთხოვს მოსწავლეებს, თუ ისინი ფიქრობენ მცარია ეს წინადადება უნდა ასწიონ წითელი ფურცელი, ხოლო თუ ფიქრობენ რომ სწორია, ამ შემთხვევში მწვანე ფურცელი. მასწავლებელი ეკითხება თითოეულ მოსწავლეს, რატომ ფიქრობს რომ სწორია ან არასორი, იმართება დიკუსია, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის.
-ვიდეო რგოლის ჩვენება there is /there are

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ფურცლები
10 წთ

აქტივობა 4 - ახალი მასალის ახსნა „წელიწადის თვეები“

აქტივობის მიზანი: წელიწადის თვეების გაცნობა/დამახსოვრება;

აქტივობის აღწერა:
მაწავლებელი სვამს კითხვას: რამდენი დროა წელიწადში?
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ოთხივე დრო.
მასწავლებელი პარალელურად აჩვენებს საიდებს, მაგ: აჩვენებს დათოვლილ ხეს და ეკითხება მოსავლეებს, როგორ ფიქრობთ, რომელი წელიწადის დროა ამ სურათზე? მოსწავლეების პასუხის შემდეგ გამოაქვს სწორი პასუხი ეკრანზე და გრძელდება ასე, ოთხივე დროზე.
-მაწავლებელი სვამს შეკითხვას- რამდენი თვეა წელიწადში?
-შემდეგ მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას, დაფაზე ამაგრებს წინასწარ ამობეჭდილ თითოეულ თვეს და ასახელებს თვეებს.
-მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მასთან ერთად გაიმეორონ, თვეების სახელები.
მინი ლექცია;

დემონსტრირების მეთოდი
ინდივიდუალური
კომპიუტერი;

პროექტორი;
7 წთ

აქტივობა 5 - წყვილებში მუშაობა

აქტივობის მიზანი-ახალი მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა:
-წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე ამობეჭდილია წელიწადის დროები, მაგ: spring, summer, autumn, winter.
-წყილები იღებენ ერთ-ერთ ფურცელს
-თითოეულ წყვილს აქვთ, ერთი წელიწადის დრო.
-მასწავლებელი აწოდებს მოსწავლეებს, ცარიელ ფურცლებს და სთხოვს, ჩამოწორენ იმ წეიწადის დროს თვეები, და დახატონ  ფერადი ფანქრებით ან გააფორმონ ფერადი ფურცლების საშუალებით.
-პრეზენტატორი წარადგენს მათ ნამუშევარს.
-მასწავლებელი აძლევს მათ, განმავითარებელ შეფასებას და ასევე წინასწარ გამზადებულ „ღიმილაკები“

პრაქტიკული მეთოდი
წყვილებში მუშაობა
ფერადი ფანქრები;
ფერადი ფურცლები;
წინასწარ გამზადებული ფურცლები წელიწადის დროებით;

წებო;
10 წთ

აქტივობა 6- ვიდეო მასალის ყურება/ მოსმენა

აქტივობის მიზანი- თვეების სახელების, სიმღერით განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს, ვიდეო რგოლს „წელიწადის თვეები“ მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად ჰყვებიან სიმღერით


დემონსტრირების მეთოდი
ინდივიდუალური
კომპიუტერი;

დინამიკები;


2 წთ


აქტივობა 7- საშინაო დავალების მიცემა. ისწავლიან წელიწადის დროებს წერით და ზეპირად.
სამუშაო რვეულიდან:წინადადებებში უნდა ჩასვან
There is/ There are
პრაქტიკული მეთოდი
ინდივიდუალური
სამუშაო რვეულები; საწერკალმები;
----

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
1.      მოსწავლეებმა გაიმტკიცეს ცოდნა, მრავლობითი რიცხვზე;
2.      თავისი გამონაკლისი არსებითი სახელებით.
3.      მოსწავლეებს შეუძლიათ ეგზესტეციური წინადადებების გამოყენება;
4.      მოსწავლეებმა შეისწავლეს წელიწადის დროები.



შეფასება: იხილეთ თანდართული სქემა;

ხელმოწერა:

თარიღი:

შეფასების სქემა

შაფასების კრიტერიუმები
აქტიური
საშუალო
პასიური
სასწავლო პროცესში ჩართულობა
აქტიურად მონაწილეობს აქტივობებში, პასუხობს
კითხვებს თემის გარშემო, სათანადოდ რეაგირებს, მასწავლებლის მითითებებზე.
ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს თემის გარშემო.
უჭირს გაკვეთილში მონაწილების მიღება, ნაკლებად რეაგირებს, მაწავლებლის მითითებებზე.

Smile Clipart | Clipart Panda - Free Clipart Images
Smile Clip Art Free | Clipart Panda - Free Clipart Images
Smile Clip Art - Cliparts.co










Комментариев нет:

Отправить комментарий